ბრიტანეთის მარეგულირებელმა ფაიზერის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის მოზარდებში დაუშვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მარეგულირებლის თქმით, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია, და მისი დადებითობა რისკებს აჭარბებს.
რეგულირების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი დოქტორ ჯუნ რეინი ამბობს, რომ 12-15 წლის მოზარდებისთვის ვაქცინის უსაფრთხოება მკაცრად გაკონტროლდება.
აქამდე, ამ პრეპარატით 16 წელს ზემოთ პირების აცრა იყო დაშვებული. ეს გადაწყვეტილება ემყარება ფაიზერის კლინიკურ კვლევას, რაშიც 2 260 12-15 წლის მოზარდი მონაწილეობდა. კვლევამ ამ კატეგორიაში 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა - არცერთი ვაქცინირებული მოზარდი არ დაინფიცირებულა კორონავირუსით.
მანამდე ფაიზერის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის მოზარდებში აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაუშვა.